ვასუფთავებთ ბინებს, ოფისებს, სასტუმროებსა და კომერციულ ობიექტებს. ასევე ვასრულებთ გენერალურ, მშენებლობის შემდგომ, ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდას, რბილი ავეჯის, ხალიჩებისა და მატრასების ქიმწმენდას.
მომსახურება შესაძლებელია როგორც ერთჯერადად, ისე ყოველკვირეული, ორკვირეული ან ყოველთვიური განრიგით — თქვენი სივრცისა და საჭიროების მიხედვით.
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან საიტის საკონტაქტო ფორმით. თქვენი მოთხოვნის მიღების შემდეგ დაგიკავშირდებით და დეტალებს შევათანხმებთ.
დიახ. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას ვასრულებთ ჩვენი პროფესიონალური ინვენტარითა და ეკოლოგიურად უსაფრთხო საწმენდი საშუალებებით.